ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოროჯალარის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების სამუშაოები მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე სოფელ ოროჯალარის საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება, რომლის მიზანია სასწავლო გარემოს გაუმჯობესება და სკოლის ინფრასტრუქტურის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლება.

მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვააგნ დარბინიანმა, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა არმენ ბდოიანმა და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა.

მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის ეტაპობრივი განახლება და საჯარო სკოლებისთვის უკეთესი, უსაფრთხო და თანამედროვე სასწავლო გარემოს შექმნა მომავალშიც გაგრძელდება.

ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები