გიგა ზედანია: ათასობით აბიტურიენტი ვერ მოხვდა უმაღლეს სასწავლებელში წელს; ვინც მოხვდა, მას მოუწევს ბევრად გაუარესებულ პირობებში სწავლა

„ათასობით აბიტურიენტი ვერ მოხვდა უმაღლეს სასწავლებელში წელს.

ვინც მოხვდა, მას მოუწევს ბევრად გაუარესებულ პირობებში სწავლა – პროგრამების ხარისხი საგრძნობლად იქნება გაუარესებული სწავლისათვის მოკლებული წლების გამო; საუკეთესო პროგრამები გადასულია მილევად რეჟიმზე.

პარალელურად, სკოლასაც ოფიციალურად გამოაკლდა ერთი, ხოლო არაოფიციალურად – ორი წელი. ახალგაზრდების უმრავლესობა ელემენტარული უნარების გარეშე დაასრულებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს.

ერთადეთი ვითომ-პოზიტიური ღონისძიება, რაც დაგეგმილი იყო – ანუ სასკოლო ფორმები – ჩაფლავდა; სახელმწიფომ მილიონები გადაიხადა ფორმების შესყიდვაში ვითომდა თანასწორობის მისაღწევად და ახლა იმაზეა ლაპარაკი, რომ, ვისაც ფული აქვს, ის უკეთესი ხარისხის ფორმებს შეუკერავს შვილებს.

საქმე გვაქვს ეროვნული მასშტაბის კატასტროფასთან“, – წერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგა ზედანია სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები