საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11:00 საათზე გაიმართება. ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ფიქრია სიქტურაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება.
იქიდან გამომდინარე, რომ ირაკლი ღარიბაშვილი სხვა საქმესთან დაკავშირებით უკვე პატიმრობაშია, დღევანდელ პროცესზე მხოლოდ წინასასამართლო სხდომის თარიღი განისაზღვრა.
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღების ფაქტზე, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება 24 აგვისტოს წარუდგინა.
ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა ლილი გელაშვილმა 24 აგვისტოს განაცხადა, რომ ღარიბაშვილმა ხელიც კი არ მოუწერა ბრალის დადგენილებას, რადგან ყოფილი პრემიერ-მინისტრი არ აღიარებს წარდგენილ ბრალს და სამართლებრივ ბრძოლას აპირებს.

