სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა იოსებ ალიბეგაშვილმა მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტების გრძელვადიანი განვითარების დოკუმენტებთან დაკავშირებული საკითხები, სოციალურ-ეკონომიკური მიმართულებები, ასევე მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების დროულად და ხარისხიანად განხორციელების საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა მუნიციპალიტეტებში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებასა და მათი გადაჭრის ეფექტიან გზებზე.
სახელმწიფო რწმუნებულმა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან სამომავლო თანამშრომლობის, ურთიერთკოორდინაციისა და რეგიონში დაგეგმილი პროექტების ეფექტიანად განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სერგი მუშკუდიანი, რწმუნებულის აპარატის უფროსი ვახტანგ მერაბიშვილი, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელი მარინა გაჩეჩილაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი საბა სამსონიძე.

