„შავრაზმელები, რბევები, ბნელთა მფარველობა, იგავმიუწვდომელი კორუფცია, გულისამრევი მლიქვნელობა და რა აღარ, მაგრამ ღარიბაშვილის ბიოგრაფიაში მაინც განსაკუთრებით გამოირჩევა „გარეჯი საქართველოა“ კამპანიის მთავარი დირიჟორობა და ორი სრულიად უდანაშაულო ადამიანის განადგურება. ეს კაცი მართლა ციხეში უნდა დალპეს.
თუმცა (!), როგორც 1953 წელს ბერია არ გაუსამართლებია სამართლიან სასამართლოს, როგორც ბერია დახვრიტეს პოლიტიკური განაჩენით, ისე ეს არარაობაც პოლიტიკური დევნის მსხვერპლია და არა სამართლებრივის. ღარიბაშვილსაც და მომავალში ივანიშვილსაც ეკუთვნით სამართლიანი სასამართლო. ასე უნდა იმართებოდეს ქვეყანა და არა მურუსიძით, ციხეში შეგზავნილი წერილებით, გარიგებებითა და „დალაგებებით“, – წერს ისტორიკოსი, პროფესორი ბექა კობახიძე სოციალურ ქსელში.

