[ვიდეო] შალვა ნათელაშვილი: ბიძინა ივანიშვილის მაფიამ, გილაურების „საქართველოს ბანკის“ დირექტორმა გაჩეჩილაძემ დაიწყო იუნესკო-ს ნუსხაში შეტანილი უნიკალური კოლხური ტყის გაჩეხვა, რათა ქარის ელექტროსადგურები აღმართონ

GUARDIANGE – „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ გოგნის მიმდებარე ტერიტორიაზე „ბიძინა ივანიშვილის მაფიამ დაიწყო იუნესკო-ს ნუსხაში შეტანილი უნიკალური კოლხური ტყის გაჩეხვა, რათა აღმართონ ქარის ელექტროსადგურები“.

მისი თქმით, „ამ მავნებლობას და ბოროტებას გილაურების „საქართველოს ბანკის“ დირექტორი გაჩეჩილაძე ახორციელებს.

„ვიმყოფებით, თერჯოლა-ზესტაფონი-ტყიბულის მონაკვეთზე, კოლხური ტყის კორომში, სადაც ბიძინა ივანიშვილის მაფიამ დაიწყო იუნესკო-ს ნუსხაში შეტანილი უნიკალური კოლხური ტყის გაჩეხვა, რათა აღმართონ აქ ქარის ელექტროსადგურები და შემდგომ ეს, 3-თეთრიანი ელქტროენერგია მოგვყიდონ ჩვენ 35 თეთრად და კიდევ უფრო მეტად და რომელიც წავა რა თქმა უნდა, მათ ჯიბეებში და მათ ოფშორულ ანგარიშებზე და ამისათვის, პირადი მოგებისათვის, წირავენ ყველაფერს“, – განაცხადა ნათელაშვილმა სოფელ გოგნის მიმდებარე ტერიტორიიდან სოციალურ ქსელში პირდაპირი ჩართვისას.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი აცხადებს, რომ ქართველი ხალხი გააგრძელებს ბრძოლას და ეს ტერიტორია ივანიშვილის და მისი კლანის წევრებისთვის კონფისკაციის შედეგად ჩამორთმეული ფულით იქნება აღდგენილი.

„ნადგურდება აქ უნიკალური უთხოვარი კორომები. უთხოვარი, ეს თამარის დროინდელი სახელწოდებაა უძვირფასესი ხის, რომელიც ცოცხლობს 7 000 წელი და მისი მერქანი ძლებს 10 000 წელზე მტხანს. სწორედ მისგან ამზადებდნენ ფარაონები სარკოფაგებს ძველ ეგვიპტეში და მისგან მზადდებოდა გემები, რომლებიც არ ლპებოდა საუკუნეები. და ეს ხე განადგურდა მთელ მსოფლიოში და შემორჩენილია მხოლოდ საქართველოში – ერთი კორომი პანკისის ხეობაში და მეორე აი, აქ იყო გოგნში, რომელიც ახლა გაიჩეხა/

„აი აქ უშუალოდ ამ მავნებლობას და ბოროტებას ახორციელებს, არც მეტი და არც ნაკლები, გილაურების „საქართველოს ბანკის“ დირექტორი გაჩეჩილაძე. აი, ეს ის ნაძირალაა, რომელიც ივანიშვილის დავალებით დაეთრევა ლონდონში და ჩალიჩობს არ დაასანქცირონ პირადად ოლიგარქი და მისი ოჯახი და დადის ის ოქროს ბირჟაზე და სხვა ფინანსურ ცენტრებში და არწმუნებს, რუხაძესთან ერთად, მეორე ბანდიტთან ერთად, რომ ივანიშვილის დასანქცირება თურმე საქართველოს ჩამოაქცევს. აი, საქართველოს ვინ აქცევს, ვხედავთ აქაც, ხომ?!

„და ეტყობა დაუაფასა ამ ბანდიტ გაჩეჩილაძეს, „საქართველოს ბანკის“ დირეტორს გაწეული „ღვაწლი“ და აგერ აჩუქა უნიკალური კორომი კოლხური ტყისა, რომელიც ჩვენი ხალხის, ჩვენი მომავლის საკუთრებაა, სიმაყეა, სიმდიდრეა. მოკლედ, არაფრის დატოვებას არ აპირებს და მე განცვიფრებული ვარ იმით, რომ მას, როგორც ხალხი სძულს ჩვენი, ასევე სძულს ჩვენი ბუნებრივი სიმდიდრეები.

„ჩვენ ამ ყველაფერს ვაცნობებთ იუნესკო-ს, რადგან მათი დაცვის ქვეშ არსებული კოლხური ტყის ზონაა, რომელიც თავისთავად საკაცობრიო სიმაყეა, არა მარტო ეროვნული, და გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ელექტროსადგურები კი არ ააშენოს ივანიშვილმა, გაჩეჩილაძემ, პაპაშვილებმა და მთელმა ამ ბანდამ, არამედ ციხეში რომ ისხდნენ, მისჯილი ჰქონდეთ სამუდამო პატიმრობა და არასოდეს იქიდან გამოსვლა არ ეღირსოთ. ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენ. ეს იქნება დამსახურებული, ეს იქნება სამაგალითო იმისათვის, რომ მომავალში აღარ დაიბადონ ქართულ მიწაზე ივანიშვილები, ჩხარტიშვილები, პაპაშვილები, გაჩეჩილაძეები, კალაძეები, ფხაკაძეები, ენუქიძეები და მთელი ეს ბანდიტების ბანდა, რომლებმაც ლამის საქართველო შეიწირონ და დაასრულონ და რასაც ვერ ეღირსებიან და ქართველი ხალხი გააგრძელებს იმ ბრძოლას, რომელიც მიგვიყვანს ჩვენ გამარჯვებამდე და ეს ტერიტორია და ეს სივრცე მათივე, მათთვის ჩამორთმეული ფულით იქნება აღდგენილი, კონფისკაციას რომ გავუკეთებთ ჩვენგან მითვისებულ მათ ქონებას და ეს ისევ დაემსგავსება კოლხური ტყის კორომს და საქართველო უმაგათოდ იქნება ბედნიერი და ეს დღე უნდა მოვაახლოოთ ყველამ ერთად“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები