სოფელ ფოკაში, გმირის დღესთან დაკავშირებით, კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანთან ერთად, გმირის დღესთან დაკავშირებით, სოფელ ფოკაში გამართულ კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებას დაესწრო.

ღონისძიება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა. მისი მიზანი ახალგაზრდებში ეროვნული და კულტურული ფასეულობების პოპულარიზაცია იყო.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც დამსწრე საზოგადოებას თემატური ნამუშევრები და პრეზენტაციები წარუდგინეს.

ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები