ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძაში შიდა სასოფლო გზებზე ბეტონის საფარი იგება.
სამუშაოებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურების წარმომადგენლები გაეცნენ.
როგორც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში, ეტაპობრივად წესრიგდება სოფლის შიდა გზები, რათა ადგილობრივმა მცხოვრებლებმა უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილება შეძლონ.

