ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიაში, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირის, თამაზ მელიქიძის, ხსოვნას პატივი მიაგეს

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა მელქონ მაკარიანმა, მერის მოადგილეებმა, საკრებულოს თავმჯდომარემ რუბენ პალიანმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიაში, 2008 წლის 8 აგვისტოს, სამშობლოს თავისუფლებისა და ერთიანობისთვის დაღუპული გმირის, თამაზ მელიქიძის, ხსოვნას პატივი მიაგეს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა თამაზ მელიქიძის საფლავი და ხსოვნის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გმირის ხსოვნას.
ინფორმაციას და ფოტომასალას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები