ახალქალაქის იერსახის მოწესრიგებისა და მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, ახალქალაქში, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავებისა და სადარბაზოების სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება.
პროექტის ფარგლებში დავით აღმაშენებლის პირველი შესახვევის -N°3 ბინის, დავით აღმაშენებლის მეორე შესახვევის – N°2 , N°4 და ნალბანდიანის ქუჩის -N°51 -ში მდებარე კორპუსების
სახურავების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
აღნიშნულ მრავალბინიან სახლებში მთლიანად შეიცვლება სახურავის კონსტრუქცია, სადარბაზოს შესასვლელი კიბეები, სადარბაზოს კარები და მოეწყობა ახალი წყალსაწრეტი მილები.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლის ჯამური ღირებულება 366 041 ლარს შეადგენს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

