მარკო რუბიო: ვულოცავ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს მისი პარტიის ხელახალ არჩევას, მოუთმენლად ველოდებით ერთად მუშაობას სამხრეთ კავკასიასა და მის ფარგლებს გარეთ მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს და აცხადებს, რომ  სამხრეთ კავკასიასა და მის ფარგლებს გარეთ მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად ერთობლივი მუშაობისკენ ისწრაფვის.

„ვულოცავ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს მისი პარტიის ხელახალ არჩევას. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს და სომხეთს მშვიდობისკენ სწრაფვაში და ჩვენ ვალდებულნი ვართ განვავითაროთ ვაშინგტონის ისტორიული სამშვიდობო სამიტის მიზნები, მათ შორის, „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) განხორციელება. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით ერთად მუშაობას სამხრეთ კავკასიასა და მის ფარგლებს გარეთ მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად“, – აცხადებს რუბიო.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები