ვანის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება

ვანის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.
ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჭუბაბრია ყუმურის ადმინისტრაციულ ერთეულში ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას გაეცნენ.
სოფელ პატელესოულში 650 მ გზაზე იგება ბეტონი და წესრიგდება სანიაღვრე არხები.
პროექტი „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან“ ფინანსდება.
ინფორმაციას ვანის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები