ანდრეი სიბიჰა: 2008 წლის აგრესიამ და ქართული მიწების ოკუპაციამ, ასევე დაუნდობელმა მცოცავმა ანექსიამ პირდაპირ გაუხსნა გზა რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ

თვრამეტი წლის წინ რუსეთის ძალები სასტიკად შეიჭრნენ სუვერენულ საქართველოში და მოსკოვის იმპერიული პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც სხვა ერებისა და ხალხების დამორჩილებას ისახავს მიზნად, საერთაშორისო სამართალი დაარღვიეს“, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიჰა სოციალურ ქსელში წერს.

მისი შეფასებით, 2008 წლის აგრესიამ და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციამ პირდაპირ გაუხსნა გზა რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ.

„2008 წლის აგრესიამ და ქართული მიწების ოკუპაციამ, ასევე დაუნდობელმა მცოცავმა ანექსიამ პირდაპირ გაუხსნა გზა რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. უკრაინა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ არასოდეს შევეგუებით საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების რუსეთის მიერ უკანონო ოკუპაციას და არც „რუსულ სამყაროს“, რომელსაც ყველგან, სადაც კი ჩნდება, მხოლოდ ნგრევა, სიღარიბე და ადამიანის უფლებების დარღვევა მოაქვს.

მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გაზარდოს ზეწოლა მოსკოვზე, უზრუნველყოს მკაცრი სანქციების აღსრულება და რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის სრული პასუხისმგებლობის დაკისრება. ევროპაში ხანგრძლივი მშვიდობა მოითხოვს რუსეთის ჯარების სრულ გაყვანას და საერთაშორისო სამართლის სრულ აღდგენას“, – აღნიშნავს სიბიჰა.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები