აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მუდმივ რეჟიმში გადაიყვანს სავიზო გირაოს პროგრამას, რომლის ფარგლებში დაახლოებით 50 ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ის ვიზის მიღებისას, შესაძლოა, 20 000 დოლარამდე ოდენობის გირაოს გადახდა დაეკისროთ, – „როიტერსის“ ცნობით, ამის შესახებ აღნიშნულია ფედერალური რეესტრის მიერ გამოქვეყნებულ შეტყობინებაში.
ცვლილება ეხება B1 და B2 კატეგორიის ვიზებს, რომლებიც საქმიანი და ტურისტული მოგზაურობისთვის გაიცემა.
დოკუმენტის მიხედვით, საკონსულო ოფიცრებს უფლება ექნებათ, კონკრეტულ შემთხვევებში ვიზის გაცემის წინაპირობად 20 000 დოლარამდე გირაოს გადახდა დააწესონ.
შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ 2025 წლის საპილოტე სავიზო გირაოს პროგრამამ სახელმწიფო დეპარტამენტს, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტსა და სახაზინო დეპარტამენტს აჩვენა, რომ ეს მექანიზმი ეფექტიანია ვიზის პირობების შესრულების უზრუნველყოფისთვის.
საპილოტე პროგრამის ფარგლებში გირაოს ოდენობა 5 000, 10 000 ან 15 000 დოლარი იყო. ახალი წესით 5 000-დოლარიანი ვარიანტი გაუქმდა, ხოლო მაქსიმალური თანხა 20 000 დოლარამდე გაიზარდა.
საბოლოო რეგულაცია 3 აგვისტოდან, ფედერალურ რეესტრში გამოქვეყნებისთანავე შევა ძალაში. პროგრამა შეეხება 50 ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთაგან 30 აფრიკის კონტინენტზე მდებარეობს. სიაში არის საქართველოც.
აშშ-ის ხელისუფლების განცხადებით, ახალი პოლიტიკის მიზანია ვიზის ვადის გადაცილების შემთხვევების შემცირება, თუმცა იმიგრაციის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ეს ზომა აშშ-ში ლეგიტიმური მოგზაურობის მსურველებსაც შეაფერხებს.
უფლებადამცველები აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკა ზღუდავს სიტყვის თავისუფლებასა და სამართლებრივი პროცესის გარანტიებს, ქმნის საფრთხის შემცველ გარემოს ეთნიკური უმცირესობებისთვის და ხელს უწყობს რასობრივ პროფილირებას.
თავის მხრივ, ტრამპი ამ ზომებს ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებისთვის აუცილებელ საშუალებად მიიჩნევს.
„როიტერსის“ მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ, ტამპის განცხადებით, მისი მთავარი მიზანი არალეგალური იმიგრაციის შეზღუდვაა, მისმა ადმინისტრაციამ ლეგალური იმიგრაციის პროცესიც გაამკაცრა. მათ შორის, გარკვეული კატეგორიის ვიზების მსურველებისთვის დაწესდა ახალი და უფრო მაღალი გადასახადები, ხოლო განმცხადებლებისა და უკვე აშშ-ში მყოფი იმიგრანტებისთვის სოციალური ქსელების დამატებითი შემოწმება სავალდებულო გახდა.
სახელმწიფო დეპარტამენტმა ამ ქვეყნების მოქალაქეებს სავიზო ხელშეკრულებები დააკისრა. ფრჩხილებში მითითებულია ამოქმედების თარიღები:
- ალჟირი (2026 წლის 21 იანვარი)
- ანგოლა (2026 წლის 21 იანვარი)
- ანტიგუა და ბარბუდა (2026 წლის 21 იანვარი)
- ბანგლადეში (2026 წლის 21 იანვარი)
- ბენინი (2026 წლის 21 იანვარი)
- ბჰუტანი (2026 წლის 1 იანვარი)
- ბოცვანა (2026 წლის 1 იანვარი)
- ბურუნდი (2026 წლის 21 იანვარი)
- კაბო-ვერდე (2026 წლის 21 იანვარი)
- კამბოჯა (2 აპრილი, 2026)
- ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა (2026 წლის 1 იანვარი)
- კოტ დ’ივუარი (2026 წლის 21 იანვარი)
- კუბა (2026 წლის 21 იანვარი)
- ჯიბუტი (2026 წლის 21 იანვარი)
- დომინიკა (2026 წლის 21 იანვარი)
- ეთიოპია (2 აპრილი, 2026)
- ფიჯი (2026 წლის 21 იანვარი)
- გაბონი (2026 წლის 21 იანვარი)
- გამბია (2025 წლის 11 ოქტომბერი)
- საქართველო (2 აპრილი, 2026)
- გრენადა (2 აპრილი, 2026)
- გვინეა (2026 წლის 1 იანვარი)
- გვინეა-ბისაუ (1 იანვარი, 2026 წ.)
- ყირგიზეთის რესპუბლიკა (2026 წლის 21 იანვარი)
- ლესოთო (2 აპრილი, 2026)
- მალავი (20 აგვისტო, 2025)
- მავრიტანია (2025 წლის 23 ოქტომბერი)
- მავრიკი (2 აპრილი, 2026)
- მონღოლეთი (2 აპრილი, 2026)
- მოზამბიკი (2 აპრილი, 2026)
- ნამიბია (2026 წლის 1 იანვარი)
- ნეპალი (2026 წლის 21 იანვარი)
- ნიკარაგუა (2026 წლის 2 აპრილი)
- ნიგერია (2026 წლის 21 იანვარი)
- პაპუა-ახალი გვინეა (2026 წლის 2 აპრილი)
- სან-ტომე და პრინსიპი (2025 წლის 23 ოქტომბერი)
- სენეგალი (2026 წლის 21 იანვარი)
- სეიშელის კუნძულები (2 აპრილი, 2026)
- ტაჯიკეთი (2026 წლის 21 იანვარი)
- ტანზანია (2025 წლის 23 ოქტომბერი)
- ტოგო (2026 წლის 21 იანვარი)
- ტონგა (2026 წლის 21 იანვარი)
- ტუნისი (2 აპრილი, 2026)
- თურქმენეთი (2026 წლის 1 იანვარი)
- ტუვალუ (2026 წლის 21 იანვარი)
- უგანდა (2026 წლის 21 იანვარი)
- ვანუატუ (2026 წლის 21 იანვარი)
- ვენესუელა (2026 წლის 21 იანვარი)
- ზამბია (20 აგვისტო, 2025)
- ზიმბაბვე (2026 წლის 21 იანვარი)

