განათლების მინისტრმა ბოლო ზარის აღსანიშნავ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა

პირველ ექსპერიმენტულ და თბილისის 127-ე საჯარო სკოლებში ბოლო ზარის აღსანიშნავი ღონისძიებები გაიმართა, სადაც მე-12 კლასელებს სწავლის დასრულება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიულოცა.

მინისტრმა დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს სამახსოვრო წარწერები დაუტოვა და ცხოვრების მომდევნო ეტაპზე მათ წარმატება უსურვა. 

20 მაისს საქართველოს სკოლებში სწავლას  42 738 მეთორმეტე კლასელი ასრულებს.

საქართველოში სკოლის დამთავრების ბოლო ზარით აღნიშვნის ტრადიცია უკვე წლებია არსებობს. ამასთან დაკავშირებით, 20 მაისს სკოლები ქვეყნის მასშტაბით მრავალფეროვან, შემოქმედებით და სახალისო აქტივობებს აწყობენ.

ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები