სსიპ კადეტთა სამხედრო ლიცეუმის, გენერალ გიორგი კვინიტაძის და გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლების მისაღები გამოცდები ტარდება

დღეს სსიპ კადეტთა სამხედრო ლიცეუმის, გენერალ გიორგი კვინიტაძის და გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლების მისაღები გამოცდები ტარდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მემანიშვილი პროცესის მიმდინარეობას თბილისის №147 საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში გაეცნო.

11 ივლისს ლიცეუმში ჩარიცხვის მსურველი მოსწავლეები მათემატიკის გამოცდას ჩააბარებენ, ხოლო 12 ივლისს – ზოგადი უნარების გამოცდას. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოცდებს ცენტრალიზებულად ორ ქალაქში, თბილისსა და ქუთაისში ატარებს.

ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები