მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას და აღსაყდრებას ულოცავს

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი შიო III-ს  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას და აღსაყდრებას ულოცავს და უსურვებს ხანგრძლივ, კურთხეულ და ნაყოფიერ წინამძღვრობას ღვთის სადიდებლად, მისი ერთგული სამწყსოს საკეთილდღეოდ, ქართველი ერის მშვიდობისა და სტაბილურობისთვის.

„დიდი სიხარულით მივიღეთ სასიხარულო ამბავი თქვენი ღირსეული არჩევის შესახებ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის შემდგომ, რომელმაც ნათელი და ისტორიული მსახურება გაუწია საქართველოს ღირსეულ ეკლესიასა და სრულიად მართლმადიდებლობას.

ძმური სიყვარულით გილოცავთ, ვლოცულობთ, გქონდეთ ხანგრძლივი, კურთხეული და ნაყოფიერი წინამძღვრობა ღვთის სადიდებლად, თქვენი ერთგული სამწყსოს სასიკეთოდ, ქართველი ერის მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, ასევე, ჩვენთან და ეკლესიების სხვა წინამძღვრებთან ჰარმონიული თანამშრომლობით, მართლმადიდებლური ერთობის, თანამშრომლობისა და სამყაროს წინაშე ერთობლივი ხმის განმტკიცებისთვის. აქსიოს“, – აღნიშნული მსოფლიო პატრიარქის, ბართლომეოსის მიერ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, შიო III-ისთვის გაგზავნილ წერილში.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები