ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მურჯახეთში მისასვლელი და შიდა სასოფლო გზის 4 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი მელქონ მაკარიანი, მოადგილე თეიმურაზ მჭედლიძესთან და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ არა მოვსესიანთან ერთად, სოფელ მურჯახეთში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოებს გაეცნო.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი მოიცავს როგორც სოფლამდე მისასვლელი, ასევე, შიდა სასოფლო გზის 4 კმ.-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციას, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების პირობებს და გაზრდის სატრანსპორტო ხელმისაწვდომობას.

პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2.7 მილიონი ლარია.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები