საპროტესტო აქციებისას ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულ სამართალდამცველებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

საპროტესტო აქციებისას ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულ სამართალდამცველებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, – ამის შესახებ საქმის პროკურორმა, ლაშა გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს.

„საქმე ეხება ლევან ხაბეიშვილის მიმართ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტს. ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამარლომ განიხილა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების საკითხი, გაიზიარა სრულად და მათ ორივეს შეეფარდა პატიმრობა. ბრალდებულები აღიარებენ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს. ამ ეტაპზე ადვოკატები მათ არ ჰყავთ, მათი პოზიცია იყო, რომ ისინი აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს და ისინი დაეთანხმნენ მათ მიმართ პატიმრობის გამოყენებას.

სხდომა დახურულია, მიზეზი გახდა სხდომის მონაწილეთა პირადი უსაფრთხოება. საქმეზე არაერთი საგამოძიებო მოქმედებაა ჩატარებული, გამოკითხულია 550-მდე პირი, გამოთხოვილია ასეულობით ვიდეოჩანაწერი და განხორციელდა ამ ვიდეოჩანაწერების დათვალიერება. საქმე თავისი მოცულობით ძალიან მნიშვნელოვანია.

ლევან ხაბეიშვილი დაბარებული იყო დაკითხვაზე და მან თავისი სურვილით უარი განაცხადა ინფორმაციის მოწოდებაზე. თუ მას ექნება სურვილი, მონაწილეობა მიიღოს გამოკითხვაში, ბუნებრივია, ის გამოიკითხება. ხაბეიშვილის ეპიზოდზე ბრალდებულები გახლავთ გგდ-ს ყოფილი თანამშრომლები, მათ შორის ერთ-ერთი არის სუს-ის მოქმედი თანამშრომელი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები