აჭარაში, ბრალდებულებმა უცხო ქვეყნის მოქალაქის საბანკო ანგარიშიდან 58 000 აშშ დოლარი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსური სარგებლის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს, მეორე პირის მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უნებართვოდ შეაღწიეს უცხო ქვეყნის მოქალაქის საბანკო ანგარიშზე და 58 000 აშშ დოლარი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩამდენი ერთი პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა, მეორეს მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო და მასზე ძებნა გამოცხადდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები