„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2026 -ის“ ფარგლებში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა მელქონ მაკარიანმა, საკრებულოს თავმჯდომარე რუბენ პალიანთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2026 -ის“ ფარგლებში, ალასტანისა და გოკიოს ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი სოფლების – გოკიოს, ხანდოს, ალასტანისა და ვარევანის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა.
სოფლებში გამართულ საერთო კრებებზე, მოსახლეობისთვის პრიორიტეტული საკითხების გამოსავლენად,
დასახელდა ის მნიშვნელოვანი მიმართულებები, რომელთა განხორციელებაც 2026 წელს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი თანხით მოხდება.
აღნიშნულ სოფლებში, მოსახლეობის გადაწყვეტილებით, შემდეგი პრიორიტეტული პროექტები შეირჩა:
გოკიო – საზოგადოებრივი ცენტრის რეაბილიტაცია;
ალასტანი – სოფელში გარე განათების სისტემის მოწესრიგება;
ვარევანი – სოფელში გარე განათების სისტემების მოწყობა;
ხანდო – საზოგადოებრივი ცენტრის შენობაში გათბობის სისტემის დამონტაჟება;
პროგრამის განსახორციელებლად, მუნიციპალიტეტს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 922 000 ათასი ლარი გამოეყო. თითოეულმა სოფელმა მცირე ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად თანხა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღო.
ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

