საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ლატვიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ანა აბულაძეს შეხვდა.
მთავრობის მეთაურმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
ანა აბულაძეს მრავალწლიანი დიპლომატიური საქმიანობის გამოცდილება აქვს. ის 2018 წლიდან საქართველოს დიპლომატიურ მისიებში სხვადასხვა პოზიციას იკავებდა, მათ შორის, იყო პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მრჩეველი და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი. 2024 წლიდან იკავებს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის პოზიციას.
ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ანა აბულაძე მიმდინარე წლის 26 ივნისს დაინიშნა.

