ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზაალ გელაშვილმა, პირველ მოადგილე გიორგი ქოჩიაშვილთან და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერთან ანივარდ მოსოიანთან ერთად, პროგრამით გათვალისწინებული საკონსულტაციო შეხვედრები ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლების, განძისა და საღამოს მოსახლეობასთან გამართა.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ჩატარებული შეხვედრების მიზანია, ადგილზე არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, მოსახლეობის მიერ პრიორიტეტული საპროექტო წინადადებების შერჩევა.
ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.


