სამცხე-ჯავახეთს მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ზაალ გელაშვილმა, პირველ მოადგილე გიორგი ქოჩიაშვილთან და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერთან, მელქონ მაკარიანთან ერთად, მერიის სამსახურების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული, ეკონომიკური და სოციალური პროექტები განიხილეს. ასევე იმსჯელეს არსებულ საჭიროებებსა და მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რუბენ პალიანი და მერის მოადგილეები – თეიმურაზ მჭედლიძე და მკრტიჩ მღდესიანი.
ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

