Tuesday, November 26, 2024
3.8 C
Tbilisi

შალვა პაპუაშვილი ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, მალტის საგარეო, ევროპულ საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს, იან ბორჯს შეხვდა.

პარლამენტის თავმჯდომარემ იან ბორჯს მადლობა გადაუხადა ეუთო-ს მიერ საქართველოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და ეუთო-ს ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა დააფიქსირა.

იან ბორჯის განცხადებით, ეუთო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე, რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკას.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ეუთოს ურთიერთობებზე, აგრეთვე, სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და საქართველოს, როგორც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მედიატორის როლზე.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები