Tuesday, November 26, 2024
3.8 C
Tbilisi

სოზარ სუბარი: ამერიკის 6 მილიარდი დახმარება ჩვენ ვერ დავითვალეთ; გასათვალისწინებელია, რომ ამერიკას 2 მილიარდი დოლარით მეტი დაუჯდებოდა ავღანეთის მისია, ჩვენ რომ მონაწილეობა არ მიგვეღო

ამერიკის ყველა დახმარებისთვის მადლობელი ვართ, თუმცა, 6 მილიარდი ჩვენ ვერ დავითვალეთ, რატომ არის 6 მილიარდი?! გასათვალისწინებელია, რომ ამერიკას 2 მილიარდი დოლარით მეტი დაუჯდებოდა ავღანეთის მისია, ჩვენ რომ მონაწილეობა არ მიგვეღო, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა.

„სტრატეგიული პარტნიორობა არაერთხელ დაგვიმტკიცებია. ხშირად მომყავს ეს მაგალითი – რაც საქართველოს ავღანეთში გაუკეთებია, ამდენი ნატო-ს არც ერთ წევრ ქვეყანას არ გაუკეთებია. ნატო-ს ქვეყნებიდან მხოლოდ სამმა გაგზავნა ავღანეთში ჩვენზე დიდი ჯარი. ეს არ არის, უბრალოდ, ჯარი, – ეს არის ადამიანების სიცოცხლე, ასევე, ადამიანები, რომლებმაც ჯანმრთელობა დაკარგეს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებად იქცნენ. გარდა ამისა, ეს არის საქართველოს ბიუჯეტიდან დახარჯული უზარმაზარი თანხები, რაც ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობისთვის გავიღეთ.

სხვათა შორის, ჩვენმა გუშინდელმა სტუმარმა, ბატონმა ო’ბრაიანმა 6 მილიარდის დახმარება ახსენა. ბუნებრივია, ყველა დახმარებისთვის მადლობელი ვართ, თუმცა, 6 მილიარდი ჩვენ ვერ დავითვალეთ, რატომ არის 6 მილიარდი?! – გასათვალისწინებელია, რომ ამერიკას 2 მილიარდი დოლარით მეტი დაუჯდებოდა ავღანეთის მისია, ჩვენ რომ მასში არ მიგვეღო მონაწილეობა. ამას დავუმატოთ, რა დაგვიჯდა კოსოვოში, ერაყში ჩვენი მისიები. კიდევ რამდენია ის ფული, რაც მავნებლობებზე იხარჯება – მაგალითად, ხმების პარალელური დათვლის გაყალბებაზე. ამ შემთხვევაში, შეიძლება უცებ აღმოჩნდეს, რომ იმდენი სამადლობელიც აღარ რჩება“,- აცხადებს სუბარი.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები