Wednesday, April 2, 2025
15.8 C
Tbilisi

ვიქტორ ორბანი: შოკირებული ვარ ჩემს მეგობარზე, პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე საშინელი თავდასხმით

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე რობერტ ფიცოზე ცეცხლსასროლი იარაღით განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა.

„შოკირებული ვარ ჩემი მეგობრის, პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს წინააღმდეგ განხორციელებული საშინელი თავდასხმით. ვლოცულობთ მისი ჯანმრთელობისა და სწრაფად გამოჯანმრთელებისთვის. ღმერთმა დალოცოს ის და მისი ქვეყანა“, – წერს ორბანი.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო ცეცხლსასროლი იარაღიდან მუცლის არეში დაჭრეს. ის ამ დროისთვის ჰოსპიტალიზებულია.

შემთხვევა დედაქალაქ ბრატისლავადან ჩრდილო-აღმოსავლეთით 190 კილომეტრით დაცილებულ ქალაქ ჰანდლოვაში, მთავრობის გასვლითი სხდომის შემდეგ მოხდა.

ამასთან, „როიტერსთან“ საუბრისას ერთ-ერთი თვითმხილველი ამბობს, რომ პოლიციამ მამაკაცი დააკავა, უსაფრთხოების ოფიცრებმა კი მანქანაში ჩასვეს და წავიდნენ.

საგანგებო სიტუაციების სამსახურმა განაცხადა, რომ 59 წლის მამაკაცის გადასაყვანად ჰანდლოვაში ვერტმფრენი გაიგზავნა, მას შემდეგ, რაც მიიღეს ინფორმაცია, რომ მას ესროლეს.

მოგვიანებით, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ გვერდზე რობერტ ფიცოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა, რომლის თანახმად, ფიცოს რამდენჯერმე ესროლეს და მიღებული დაზიანებები სიცოცხლისთვის საშიშია. ის ვერტმფრენით ბანსკა-ბისტრიცაში გადაიყვანეს, რადგან ბრატისლავამდე გადაყვანას დიდი დრო დასჭირდებოდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ შემდეგი რამდენიმე საათი გადამწყვეტი იქნება.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები