GUARDIANGE – ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს, ჯოზეფ ბაიდენს პროსტატის კიბოს „აგრესიული ფორმა“ დაუდგინდა. ამის შესახებ ბაიდენის პირადი ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„გასულ კვირას, პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენს პროსტატის ახალი კვანძი აღმოაჩნდა მას შემდეგ, რაც შარდ-სასქესო სისტემის სიმპტომები გაუუარესდა. პარასკევს, მას დაუდგინდა პროსტატის კიბო, ძვლებში მეტასტაზებით. რომელიც გლისონის 9 ქულით შეფასდა.
„მიუხედავად იმისა, რომ ეს წარმოადგენს დაავადების უფრო აგრესიულ ფორმას, ჩანს, რომ კიბო ჰორმონმგრძნობიარეა, რაც საშუალებას იძლევა ეფექტური მკურნალობისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ 82 წლის ბაიდენი და მისი ოჯახი „მკურნალობის ვარიანტებს განიხილავენ ექიმებთან ერთად“.
ახალი ამბავი მას შემდეგ გავრცელდა, რაც ბაიდენის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ყოფილ პრეზიდენტს პროსტატაზე „პატარა კვანძი“ აღმოაჩნდა.
„პროსტატის კიბო ძალიან გავრცეებულია“, – თქვა ექიმმა ჯამინ ბრაჰმბჰატმა, უროლოგმა და რობოტულმა ქირურგმა ორლანდოს ჯანდაცვისა და ცენტრალური ფლორიდის უნივერსიტეტის მედიცინის კოლეჯის ასისტენტ-პროფესორმა, რომელიც არ არის ჩართული ბაიდენის მკურნალობაში. „ასაკის მატებასთან ერთად, მამაკაცების უმეტესობას მათში კიბოს მცირე უჯრედები უვითარდება“.
პროსტატის კიბოს შეიძლება მიენიჭოს კლასი, რომელიც ცნობილია როგორც გლესონის ქულა, იმის საფუძველზე, თუ როგორ გამოიყურება უჯრედები მიკროსკოპის ქვეშ. გლესონის ქულა 9 „ნიშნავს, რომ ეს არის პროსტატის კიბოს ყველაზე აგრესიული ფორმა“, – თქვა დოქტორ ბენჯამინ დევისმა, პიტსბურგის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის უროლოგიური ონკოლოგიის პროფესორმა, რომელიც ასევე არ არის ჩართული ბაიდენის მკურნალობაში.
როგორც CNN იუწყება, ბაიდენი ბოლო დღეებში, უქმეებზე დელავერში, უილმინგტონში საკუთარ სახლში იმყოფებოდა.
ჯოზეფ ბაიდენის ჯანმრთელობის მდგომარეობას სოციალური ქსელით გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მას სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.
„მე და მელანია დამწუხრებულები ვართ ჯო ბაიდენის სამედიცინო დიაგნოზის გაგებით. ჯილსა და ოჯახს ვუსურვებთ თბილ და საუკეთესო სურვილებს, ჯოს კი სწრაფ და წარმატებულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – დაწერა ტრამპმა.
მომზადებულია GUARDIANGE-ის მიერ