Monday, November 25, 2024
7.8 C
Tbilisi

შალვა პაპუაშვილი: მოვისმინეთ ბატონი როთის თავდასხმა ქართულ ეკლესიაზე, ქარაფშუტა პოლიტიკოსები ვერ აცნობიერებენ, რას უკეთებენ თავისი ქვეყნის სახელს, ზუსტად ასეთები არ გვინდა, გავაიგივოთ ევროპასთან

მოვისმინეთ ბატონი როთისგან თავდასხმა საქართველოს ეკლესიაზე, ქარაფშუტა პოლიტიკოსები თავს ესხმიან ქართულ ეკლესიას, ვერც აცნობიერებენ, რას უკეთებენ თავის ქვეყანას, მის სახელს საქართველოში, ზუსტად ასეთი ქარაფშუტა პოლიტიკოსები, რომლებსაც ერთი სელფის გადაღების გამო შეუძლიათ გაწირონ საზოგადოებები დაპირისპირებისკენ და არეულობისკენ, ასეთები არიან, რომლებიც ჩვენ არ გვინდა, გავაიგივოთ ევროპასთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი ქვეყნისგან მოჰყვეს შეფასება იმ ქმედებას, რაც გუშინ ევროკავშირის ხუთი ქვეყნის წარმომადგენელმა გააკეთა.

„ჩვენ გუშინ ვიხილეთ სამწუხარო ფაქტი, როდესაც უცხო ქვეყნის პარლამენტის წევრები და კომიტეტის თავმჯდომარეები გამოვიდნენ ანტისამთავრობო მიტინგზე. ეს იყო ყველაზე კარგი ილუსტრაცია უცხოური გავლენების. ჩვენ გუშინ ვიხილეთ უცხოელი აქტორები, მათ მიერ დაფინანსებული „ენჯეოებისგან“ ორგანიზებულ ანტისამთავრობო მიტინგზე გამოდიოდნენ სიტყვით. უცხოელი გამოდის ანტისამთავრობო მიტინგზე, რომელიც მის მიერ დაფინანსებული „ენჯეოსგან“ არის დაფინანსებული. მთელი წრე შეკრულია უცხოური გავლენის ცუდი მხარისა. წარმოგიდგენიათ, რომ საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბატონი ნიკოლოზ სამხარაძე ჩავიდეს ბერლინში და საქართველოს ხელისუფლება გერმანიაში აფინანსებდეს „ენჯეოებს“, მათ მოაწყონ დემონსტრაცია, ბატონი სამხარაძემ ჩავიდეს ბერლინში, დადგეს იქ და სამთავრობო პარტიას ეძახოს კოშმარი და ა.შ. რაც გააკეთა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლიეტუვის კომიტეტის თავმჯდომარემ. წარმოგიდგენიათ, რა პასუხი ექნებოდა ნიკოლოზ სამხარაძეს ვილნიუსში ან ბერლინში ასე რომ გამოვიდეს და იმ „ენჯეოს“ ბედი რა იქნებოდა, რომელიც ასეთ მიტინგს მოაწყობდა, იქ თავის დამფინანსებელ პოლიტიკოსებს ჩაიყვანდა. აბსურდია ეს სქემა და ამას ჩადიან ევროპელები საქართველოში. ეს არის აღმაშფოთებელი, განსაკუთრებით იმ ორი ადამიანის მხრიდან.

ასევე, მოვისმინეთ ბატონი როთისგან თავდასხმა საქართველოს ეკლესიაზე და ეს არის ყველაზე სამწუხარო. იცით, ჩემი განსაკუთრებული კავშირი გერმანულ დახმარებასთან საქართველოში. 30-წლიანი დახმარება საქართველოს მიმართ, რომელიც ქართველი ხალხის მხრიდან იყო პატივცემული ბევრი მიზეზის გამო. ერთი ხელის მოსმით, წყალში ყრიან ასეთი ქარაფშუტა პოლიტიკოსები საქართველოში ამას. თავს ესხმიან ქართულ ეკლესიას, ვერც აცნობიერებენ, რას აკეთებენ ამით, რას უკეთებენ თავის ქვეყანას, მის სახელს საქართველოში, როცა ხელისუფლების წარმომადგენელი ასოცირდება ქართულ ეკლესიაზე თავდასხმაზე და ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე თავდასხმაზე. ზუსტად ასეთი ქარაფშუტა პოლიტიკოსები, რომლებსაც ერთი სელფის გადაღების გამო შეუძლიათ, გაწირონ საზოგადოებები დაპირისპირებისკენ და არეულობისკენ, ასეთები არიან, რომლებიც ჩვენ არ გვინდა, გავაიგივოთ ევროპასთან. ამიტომ მნიშვნელოვანია, შესაბამისი შეფასებები მოჰყვეს, მათ შორის მათი პარტიების მხრიდან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები