XXI საუკუნეში ჩვენ ვერ მივცემთ საშუალებას ზოგიერთ დიდ ევროპულ ქვეყანას, სხვა ქვეყნებს კოლონიების მსგავსად მოექცეს. როდესაც ჩვენ ეს საკითხი საერთაშორისო დონეზე დავაყენეთ, ეს მიმართული იყო არა რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ, არამედ ვიცავდით სამართლიანობასს და საერთაშორისო სამართსლს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბაქოში, კულტურათა შორის დიალოგის – „დიალოგი მშვიდობისა და გლობალური უსაფრთხოებისათვის“ – VI მსოფლიო ფორუმზე განაცხადა.
„მსოფლიომ თვალი არ უნდა დახუჭოს ნეოკოლონიალიზმის ამაზრზენ პრაქტიკაზე. ეს იწვევს იძულებით ასიმილაციას, როგორც ეს ხდება, მაგალითად, საფრანგეთის ათზე მეტ ზღვის იქითა ტერიტორიაზე. ეს მიუღებელია და უნდა დასრულდეს“,– განაცხადა ილჰამ ალიევმა.