საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2024 წლის 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად განისაზღვრა.
ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, 7, 8 და 10 მაისს, ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს ეროვნული ბანკის საგადახდო და ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემები. ნაღდი ფულის ოპერაციები და მონეტარული ინსტრუმენტები კომერციული ბანკებისთვის სრულად ხელმისაწვდომი იქნება. შესაბამისად, მომხმარებლებს საშუალება ექნებათ ამავე პერიოდში გადახდის ოპერაციები შეუფერხებლად განახორციელონ. ასევე, ჩვეულ რეჟიმში განხორციელდება ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციებიც, მათ შორის, TIBR ინდექსისა და ოფიციალური გაცვლითი კურსის გამოქვეყნება.
ამასთან, 8 მაისს დაგეგმილი ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა 22 მაისს გაიმართება. ამავე დღეს გამოქვეყნდება მონეტარული პოლიტიკის მორიგი ანგარიშიც.
რაც შეეხება ყვარლის ფულის მუზეუმს, მუზეუმი დამთვალიერებლებს ჩვეულ რეჟიმში 2024 წლის 11 მაისიდან უმასპინძლებს.