Monday, May 20, 2024
17.8 C
Tbilisi

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხეში ასფალტის საფარი დაიგება

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ სათხეში შიდა გზის   880-მეტრიან მონაკვეთზე ასფალტის საფარი დაიგება. უკვე დაწყებულია გზის მოსაწესრიგებელი სამუშაოები, რის შემდეგაც დაისხმება ასფალტი, მოეწყობა   ეზოებამდე  და სოფლის სასაფლაომდე მისასვლელი გზა.

პროექტის მიხედვით, ასევე,  მოეწყობა სანიაღვრე არხები.

„აღსანიშნავია, რომ სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი იყო და სამუშაოების დასრულების შემდეგ, სოფლის მოსახლეობას სასაფლაოს მიმართულებით გადაადგილების პრობლემა მოუგვარდება.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება.

მიმდინარე  ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ნინოწმინდის  მუნიციპალიტეტის მერმა ანივარდ მოსოიანმა და  მოადგილემ, არმენ ბდოიანმა, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე  დაათვალიერეს“, – ნათქვამია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციში.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები