Monday, May 20, 2024
17.8 C
Tbilisi

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ცურტავის საჯარო სკოლის დირექტორი ავთანდილ მამედოვი: ბოლო 20 წელიწადში სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობა 302-დან 150-ამდე ჩამოვიდა

სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ცურტავის საჯარო სკოლის დირექტორი ავთანდილ მამედოვი აცხადებს, რომ 2005 წლიდან დღემდე სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობა განახევრებულია, რისი მიზეზიც შობადობის შემცირება და მიგრაციაა.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ცურტავის საჯარო სკოლის დირექტორი ავთანდილ მამედოვი

„ცურტავის საჯარო სკოლის დირექტორად 2005 წელს დავინიშნე, მანამდე მათემატიკას ვასწავლიდი და ასევე, ვიყავი პროფკავშირების თავმჯდომარე. ამ სკოლაში პედაგოგიურ საქმიანობას 1974 წელს, აზერბაიჯანის ქალაქ ჩიროვკის, დღევანდელი განჯის პედაგოგიური ინსტიტუტის მათემატიკის ფალულტეტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ შევუდექი, თუმცა მანამდეც მომიწია ერთი წლით მუშაობა, საერთო ჯამში 51 წელი გამომდის.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ცურტავის საჯარო სკოლის დირექტორი ავთანდილ მამედოვი

„ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა განათლების სისტემაში. ამავე დროს, უნდა ითქვას, რომ შემცირებულია მოსწავლეთა რაოდენობა. მაგალითად, თუკი, 2005 წელს, როცა დირექტრი გავხდი, ცურტავის საჯარო სკოლაში 302 მოსწავლე ირიცხებოდა, დღეს მხოლოდ ამის ნახევარი, 150 ბავშვი გვყავს. ამას თავისი  მიზეზი აქვს – თუკი ადრე, ოჯახში 3-4 და მეტი ბავშვი ჰყავდათ, ახლა 2-3 თუ ჰყავთ, შემცირებულია შობადობა. ასევე, გაზრდილია მიგრაცია, ზოგიერთი ოჯახი საზღვარგარეთ მიდის საცხოვრებლად“, – უთხრა GUARDIANGE-ის ავთანდილ მამედოვმა.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ცურტავის საჯარო სკოლის მოსწავლეები

დირექტორის თქმით, განათლების სისტემაში ბოლო წლებში ბევრი სიახლე დაინერგა და ცურტავის საჯარო სკოლის პედკოლექტივი აქტიურად არის ჩართული ტრენინგებსა და სხვადასხვა აქტივობაში.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ცურტავის საჯარო სკოლის მოსწავლეები

„სკოლაში ამჟამად 25 მასწავლებელი გვყავს, მათგან 10 უფროსია, დანარჩენები კი პრაქტიკოსები. მოგეხსენებათ, რომ არაქართულენოვან საჯარო სკოლებში პრაქტიკოსებს 2026-2027 სასწავლო წლამდე აქვთ მუშაობის უფლება. იმედია, მანამდე ზოგიერთი მათგანი აიმაღლებს კვალიფიკაციას და უფროსი მასწავლებელი გახდება.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ცურტავის საჯარო სკოლის მოსწავლეები

„ჩვენი პედაგოგები აქტიურად ეცნობიან სიახლეებს და შესაბამისად, ნერგავენ კიდეც, სასწავლო პროცესის უფრო ეფექტურად წარმართვის მიზნით“, – აღნიშნა მამედოვმა.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ცურტავის საჯარო სკოლა

დირექტორის განცხადებით, ცურტავის საჯარო სკოლაში სახელმწიფო ენის სწავლების დონე დამაკმაყოფილებელია და მოსწავლეთა ნაწილი სკოლის დამთავრების შემდეგ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში განაგრძობს სწავლას.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ცურტავის საჯარო სკოლის დირექტორი ავთანდილ მამედოვი

„ძალიან შეცვლილია მდგომარეობა თუკი ჩვენსა და დღევანდელ დროებას შევადარებთ. ახლა ჩვენი არაერთი კურსდამთავრებული აბარებს თბილისში, მარნეულში. გასულ წელსაც 3 თუ 4 გახდა სტუდენტი, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ქვეყნის გარეთ არჩევენ სწავლის გაგრძელებას. ქართული ენის 4 მასწავლებელი გვყავს, მათგან ორი ქართველია, ორი კი ეთნიკური აზერბაიჯანელი, თუმცა ორივე მათგანს ქართული განათლება აქვს მიღებული და ძალიან კარგად ართმევენ თავს მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას. დღეს, ვხედავ, რომ ქართული ენა უფრო და უფრო იმკვიდრებს ადგილს ბოლნისის არაქართულენოვან სკოლებში“, – განაცხადა ავთანდილ მამედოვმა.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ქართული ენის გაკვეთილი სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ცურტავის საჯარო სკოლის მე-5 კლასში – ქართულის, როგორც მეორე ენის უფროსი მასწავლებელი მარინა რამაზაშვილი

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ქართული ენის გაკვეთილი სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ცურტავის საჯარო სკოლის მე-5 კლასში

მისი ინფორმაციით, სკოლაში ბოლო წლებში ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით არაერთი რამ გაკეთდა- მოეწყო ცენტრალური გათბობა, გამოიცვალა სახურავი, კარ-ფანჯრები, მაგრამ  სკოლა რემონტს საჭიროებს, რისი სახსრებიც მათ არ გააჩნიათ.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ცურტავის საჯარო სკოლის დირექტორი ავთანდილ მამედოვი

„მომავალში ვეცდებით შესაბამისი სახრების მოძიებას, რომ სკოლის რემონტი შევძლოთ. მოგეხსენებათ, დაწყებულია სკოლების ავტორიზაცია, რაც იმას გულისხმობს, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებები გარკვეულ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდნენ იმისათვის, რომ ავტორიზაციის გავლა შეძლონ.  ჩვენ ჯერ ამისათვის მზად არ ვართ“, –  უთხრა GUARDIANGE-ის ავთანდილ მამედოვმა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები