Tuesday, November 26, 2024
3.8 C
Tbilisi

მიხეილ სააკაშვილი: 2012 წელს საარჩევნო კამპანიისთვის რუსეთმა ივანიშვილს 2,5 მილიარდი დოლარი გადასცა

„ღალატის ქრონიკა 2012 წლიდან:

2012 წელს საარჩევნო კამპანიისთვის რუსეთმა ივანიშვილს 2,5 მლრდ. დოლარი გადასცა;

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, „ოცნებამ“ „პირველი კავკასიური არხი“ (ჩვენი რუსულენოვანი მაუწყებელი, რომელიც სჯაბნიდა რუსულ პროპაგანდას რუსეთისვე ტერიტორიაზე) დაკეტა. სამაგიეროდ, რუსებს ქართულ ენაზე საქართველოში რადიო „Спу́тник“ (თანამგზავრი) გაახსნევინეს;

2012 წელს გაათავისუფლეს რუსი ჯაშუში და რუსეთში დაპატიმრებულ ქართველ მზვერავებზე მათი დაგეგმილი გაცვლა ჩაშალეს;

2012 წელსვე ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი დახურეს;

2013 წელს ამერიკელი მასწავლებლების პროგრამა გააუქმეს;

2013 წელს თბილისის სამხედრო დამცავი ზღუდე მოშალეს და რუსეთის დაზვერვას 2008 წლის ომში მონაწილე ქართველი ოფიცრების და ჯარისკაცების სია გადასცეს;

2014 წელს „ФСБ“-ის თანამშრომელი, ფარცხალაძე მთავარ პროკურორად დანიშნეს. მან რუსების დავალებით ჩემს წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღძრა;

2013 წელს შეაჩერეს ანაკლიის პორტისა და ბათუმში ამერიკული “Royal Caribbean”-ის ტერმინალის მშენებლობა. ამავე დროს, ქართული ენერგეტიკული სისტემა ხელახლა მიაბეს „გაზპრომს“;

ამავე წლებში, „დელტას“ სამხედრო წარმოებაც გაანადგურეს, შეაჩერეს ყველა ახალი ტექნოლოგიის, მათ შორის ქართული ფრთოსანი რაკეტებისა და დრონების (რაც განსაკუთრებით მოთხოვნადია ახლა) წარმოება შეაჩერეს;

შემდეგ იყო „გავრილოვის ღამე“, „რუსული კანონი“, „რუსული ოფშორების კანონი“.

დანარჩენი თქვენ თვითონ მიაწერეთ…“ – წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქში“.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები