Sunday, November 24, 2024
13.8 C
Tbilisi

ირაკლი კობახიძე: აუცილებელია, პროცესი ბოლომდე იყოს მიყვანილი, ეს არის ღირსების საქმე, რომ დავიცვათ საზოგადოების ინტერესები

ეს პროცესი უნდა იყოს ბოლომდე მიყვანილი, ეს არის ღირსების საქმე, რომ ჩვენ დავიცვათ საზოგადოების ინტერესები, სახელმწიფოს სუვერენიტეტი და არავის უნდა მივცეთ ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის საშუალება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში „გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მიღებასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პროცესი ბოლომდე იქნება მიყვანილი, რაც ერთის მხრივ დააზღვევს სახელმწიფო სუვერენიტეტს, ისე – დონორებსაც.

„შარშან ჩვენ მივიღეთ განსხვავებული გადაწყვეტილება, მაგრამ წელს არის აუცილებელი, ეს პროცესი მივიდეს ბოლომდე სწორედ იმისთვის, პირველ რიგში, რომ ჩვენ არ დავუშვათ საქართველოს უკრაინიზაცია, არ დავუშვათ იმ მოვლენების ხელახლა განვითარება, რაც ვიხილეთ 2020-2022 წლებში. საბოლოო ჯამში ეს კანონი დააზღვევს როგორც სახელმწიფო სუვერენიტეტს, ისე დონორებსაც, ვინაიდან როცა დაფინანსება გაუმჭვირვალეა, ძალიან დიდია ცდუნება NGO-ებში, რომ მათ არასწორად წარმართონ საქმიანობა. საბოლოო ჯამში ეს უხერხულობას უქმნის დონორებს. ეს კანონი დააზღვევს დონორებს. გვესმის, რომ მათ არ უხარიათ ფინანსების გამჭვირვალობა, მაგრამ ეს არა მხოლოდ სახელმწიფო სუვერენიტეტისთვის არის აუცილებელი, არამედ მათთვისაც აუცილებელია, რომ დაფინანსება იყოს გამჭვირვალე. ამ შემთხვევაში, მოიკლებს ცდუნება იმისა, რომ დონორებმა დააფინანსონ არასწორი ქმედებები და თვითონ ორგანიზაციებმაც მათი დაფინანსებით განახორციელონ არასწორი ქმედებები – მაგალითად, წვლილი შეიტანონ პოლარიზაციაში, რადიკალიზაციაში, კიდევ ერთხელ, მესამედ სცადონ ამ რამდენიმე წელიწადში რევოლუციის მოწყობა, სცადონ ჩვენი ქვეყნის უკრაინიზაცია. გამჭვირვალობა არის ყველაფრის პრევენციის საუკეთესო საშუალება და ეს არის ძალიან კარგი დონორებისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები