Sunday, November 24, 2024
3.8 C
Tbilisi

ირაკლი კობახიძე: სამწუხაროა, რომ ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსების არცერთ განცხადებაში არ იყო მოყვანილი არცერთი არგუმენტი – ნული არგუმენტი კანონის წინააღმდეგ

კიდევ ერთხელ ვთავაზობ ყველას ღია დისკუსიას კანონპროექტის შესახებ. ეს არის მნიშვნელოვანი, იმისათვის, რომ ქართულმა საზოგადოებამ მიიღოს სრული ინფორმაცია ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ღია დისკუსია იქნება ყველასთან, იქნება ეს დიპლომატი თუ უცხოელი პოლიტიკოსი.

„რაც შეეხება ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებებს. სამწუხაროა, რომ არცერთ განცხადებაში არ იყო მოყვანილი არცერთი არგუმენტი. თქვენ ნახეთ ეს განცხადება, სტოლტენბერგის, შოლცის განცხადება. დღეს გავრცელდა კიდევ კონკრეტული დიპლომატის განცხადება, რომელიც საქართველოში მუშაობს. არც ერთი არგუმენტი კანონის წინააღმდეგ არ იყო მოყვანილი – ნული არგუმენტი. შეგვიძლია, ერთად გავარჩიოთ ტექსტები, ყველგან არის ნული არგუმენტი. გვეუბნებიან, რომ კანონი ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს. რა ნაწილში, რომელი მუხლი, რატომ – ნული არგუმენტი. ასეთ პირობებში, შესაბამისი განცხადებები ბუნებრივია, ვერ გახდება ჩვენი გადაწყვეტილების გადასინჯვის საფუძველი. უარგუმენტო განცხადებები ვერ გახდება ჩვენი გადაწყვეტილების გადასინჯვის საფუძველი. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვთავაზობ ყველას ღია დისკუსიას კანონპროექტის შესახებ. ეს არის მნიშვნელოვანი, იმისათვის, რომ ქართულმა საზოგადოებამ მიიღოს სრული ინფორმაცია ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. ღია დისკუსია ყველასთან, იქნება ეს დიპლომატი თუ უცხოელი პოლიტიკოსი. თქვენ ხედავთ, როგორ გაურბოდნენ ქართველი პოლიტიკოსები დისკუსიას საქართველოს პარლამენტში. მათ სათქმელი არაფერი ჰქონდათ. რაც შეეხება უცხოელებს, დიპლომატებს, პოლიტიკოსებს, არ შეიძლება ცალმხრივად განცხადებების კეთება არგუმენტების გარეშე. ამიტომ, ყველას კიდევ ერთხელ ვთავაზობ ღია დისკუსიას. თუ სურთ ელჩებს, იყვნენ პოლიტიკური დებატების ნაწილი, ან უცხოელ პოლიტიკოსებს, ყველამ კეთილი უნდა ინებოს და საზოგადოების თანდასწრებით ღია დისკუსიაში უნდა ჩაერთოს, ამიტომ, პირადად ჩემი წინადადება ამ კუთხით რჩება ძალაში“, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები