ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი უძღვებოდა.
სხდომას საკრებულოს წევრებთან ერთად ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის უფროსი სამველ არზუმანიანი, ეკონომიკის სამსახურის უფროსი საიათ მკოიანი და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
განსახილველი იყო ორი საკითხი:
- „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 25 დეკემბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
- ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, ელექტრონული აუქციონის ფორმით გატანილი ქონების, ქ. ნინოწმინდა, ბაღრამიანის ქ. #6 -ში მდებარე შენობა-ნაგებობის დემონტაჟისათვის დადგენილი საწყისი საფასურის შემცირების შესახებ.
დღის წესრიგის საკითხები ერთხმად დამტკიცდა.
ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.