Sunday, November 24, 2024
3.8 C
Tbilisi

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში აკეთის თემის სოფლების წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში აკეთის თემის სოფლების წყალმომარაგების სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს.

სამუშაო პროცესი ადგილზე გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ალექსანდრე თევდორაძემ  მოინახულეს.

პროექტით გათვალისწინებულია: წყალმომარაგების ქსელის, სატუმბი სადგურის, რეზერვუარებისა და ყველა სხვა საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა. დღეის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა და მისი დასრულება 2024 წლის მაისის თვეშია დაგეგმილი. შედეგად, სოფლების: აკეთის, ჯურუყვეთისა და ღრმაღელეს 1990 ბენეფიციარი 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

ინფორმაციას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები