სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს, მათ მწვრთნელებს, საქართველოს და უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს, საბერძნეთის ნაკრებთან გამარჯვებას და ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ულოცავს.
„მრავალი წლის შემდეგ ეს იყო ისეთი სიხარული, რომელმაც მოიცვა მთელი ერი.
შევნიშნავთ იმასაც, რომ ბოლო დროს სპორტის სხვა სახეობებშიც ძალიან დიდი წარმატებები იქნა მიღწეული.
ღმერთმა დალოცოს თითოეული თქვენგანი და შეგაძლებინოთ ქვეყანა კვლავაც გამარჯვებებით გაგეხარებინოთ.
მამაშვილური სიყვარულით,
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი“, – ნათქვამია მილოცვაში.