Sunday, November 24, 2024
3.8 C
Tbilisi

ახალქალაქში, 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი შენდება

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.

ქალაქში, ყოფილი სკოლა-ინტერნატის ტერიტორიაზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოები ქალაქის მერის მოადგილემ თეიმურაზ მჭედლიძემ, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე დაათვალიერა.

პროექტის დასრულების შემდეგ, პატარები თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში შეძლებენ სკოლამდელი განათლების მიღებას.

სამშენებლო სამუშაოები ითვალისწინებს როგორც შიდა ინფრასტრუქტურის, ასევე ეზოს კეთილმოწყობას. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.

პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ახორციელებს.

სამუშაოებს კომპანია „აი ქეი ბი ბილდი “ ასრულებს და მისი ღირებულება 3 261 495 ლარს შეადგენს.

ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები