რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 100 პროცენტი უკვე დათვლილია.
რუსეთის ცესკო-ს მონაცემებით, ვლადიმერ პუტინმა ხმების 87.28 პროცენტი მიიღო.
რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მეორე ადგილს იკავებს ნიკოლაი ხარიტონოვი (კომუნისტური პარტია) 4.31 პროცენტით, მესამე ადგილზეა ვლადისლავ დავანკოვი (ახალი ხალხი) 3.85 პროცენტით, მეოთხეზე კი – ლეონიდ სლუცკი (რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია) 3.20 პროცენტით.
რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების ოფიციალურ შედეგებს 21 მარტს, რიგგარეშე სხდომაზე გამოაცხადებს.
რუსეთს საპრეზიდენტო არჩევნებზე აქტივობამ 77.44 პროცენტი შეადგინა.