Wednesday, April 2, 2025
15.8 C
Tbilisi

ვანის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება

ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჭუბაბრია სალხინო-დიხაშხოს ადმინისტრაციული ერთეულების  დამაკავშირებელი შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.

ვანის მერიის ცნობით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია: მოწყობილია  ბეტონის  საფარი და  მიმდინარეობს გზისპირების კეთილმოწყობა. ადგილობრივი მოსახლეობისთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო ეს ინფრასტრუქტურული პროექტი, რადგან ამ დრომდე, იქ მხოლოდ გრუნტის გზით იყო შესაძლებელი გადაადგილება.

პროექტი დაფინანსებულია  „რეგიონული განვითარების ფონდის“ მიერ და გაწერილი ვადების შესაბამისად მიმდინარეობს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები