2 მარტს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” ფრაქციის ინიციატივით, ნარდის, დომინოსა და შაშის (დამკა) სამაგიდო თამაშების დასკვნითი ტური გაიმართა.
შეჯიბრში მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო.
შეჯიბრებების ჩატარების მთავარი მიზანი იყო არა მხოლოდ საუკეთესო მოთამაშეების გამოვლენა, არამედ საზოგადოების ინტერესის გაზრდა აღნიშნული სამაგიდო თამაშების მიმართ.
შეჯიბრის შედეგად, სპორტის პირველი სამი მოთამაშე მედლებით, დიპლომითა და თასებით დაჯილდოვდა.
დაჯილდოების ცერემონიას საქართველოს პარლამენტის წევრი სუმბატ კიურეღიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი, მერი ანივარდ მოსოიანი, საკრებულოსა და მუნიციპალიტეტის სხვა თანამშრომლები ესწრებოდნენ.
ნარდი
პირველი ადგილი – მურად ადამიანი (მამწვარა)
მეორე ადგილი – სედრაკ ავაგიანი (პატარა ხანჩალი)
მესამე ადგილი – არარატ პეტროსიანი (თორია)
დომინო
პირველი ადგილი – გარიკ თათარიანი, ჰოვჰანნეს მარკოსიანი (ეშტია)
მეორე ადგილი – მურად ნრანიანი, ჰაიკაზ ფუთულიანი (ნინოწმინდა)
მესამე ადგილი – ვანიკ წარუკიანი, მამბრე კიურეღიანი (პატარა არაქალი)
შაში
პირველი ადგილი – ესა ესაიანი (ფოკა)
მეორე ადგილი – ტარიელ აივაზიანი (ნინოწმინდა)
მესამე ადგილი – გაი ფაჰლევანიანი (სპასოვკა)