Sunday, November 24, 2024
3.8 C
Tbilisi

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა იაპონიის ელჩთან და თავდაცვის ატაშესთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან გაცნობით შეხვედრებს განაგრძობს. ირაკლი ჩიქოვანი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა იაპონიის მხარეს საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და იაპონიას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებს. ყურადღება გამახვილდა საგანმანათლებლო პროგრამებსა და საერთაშორისო სწავლებებში ერთობლივ მონაწილეობაზე. 

აღინიშნა საქართველოში მიმდინარე სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში იაპონიის მხარის ფინანსური კონტრიბუცია. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზეც იმსჯელეს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები