Thursday, May 22, 2025
19.8 C
Tbilisi

ვაშინგტონში, ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომელი მოკლეს

GUARDIANGE – ვაშინგტონ დი-სი-ში, ებრაული მუზეუმის წინ, ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომელი, კაცი და ქალი, მოკლეს.

ახალგაზრდა წყვილს, რომელიც დაქორწინებას მომავალ კვირას გეგმავდა, მაშინ ესროლეს, როცა ღაზის მცხოვრებთა დახმარებაზე ფოკუსირებულ ღონისძიებას ტოვებდნენ.

„ახალგაზრდა მამაკაცმა ამ კვირაში ბეჭედი შეიძინა იმ განზრახვით, რომ მომდევნო კვირას იერუსალიმში შეყვარებულისთვის ხელი ეთხოვა. ძალიან ლამაზი წყვილი იყო“, – განაცხადა პრესკონფერენციაზე ისრაელის ელჩმა შეერთებულ შტატებში იეჩიელ ლეიტერმა.

პოლიციამ ეჭვმიტანილი, 30 წლის ჩიკაგოელი, ელიას როდრიგეზი დააკავა.

პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილი დაკავების შემდეგ სკანდირებდა – „თავისუფლება პალესტინას“.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა მომხდარს „შოკისმომგვრელი ტერორისტული აქტი“ უწოდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თავდასხმა „ძალზე სამწუხაროა“ და მას „აშკარად ანტისემიტიზმი უდევს საფუძვლად“.

„სიძულვილისა და რადიკალიზმის ადგილი არ არის აშშ-ში“, – დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები