Sunday, November 24, 2024
3.8 C
Tbilisi

ირაკლი კობახიძე საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანა ლიბერგს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანა ლიბერგს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ნაყოფიერ თანამშრომლობაზე როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. საუბარი შეეხო ბოლო წლების განმავლობაში პარტნიორობის პოზიტიურ დინამიკას, მათ შორის – ვაჭრობისა და ეკონომიკის, თავდაცვის, უსაფრთხოების, განათლებისა და კულტურის სფეროებში. ხაზი გაესვა შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.

აღინიშნა, რომ საქართველოსთვის შვედეთი არის საიმედო პარტნიორი. მთავრობის მეთაურმა ანა ლიბერგს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ შვედეთის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები