Saturday, November 23, 2024
6.8 C
Tbilisi

ნიდერლანდების ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, დრის ვან აგტმა და თავისმა ცოლმა სიცოცხლე ევთანაზიით, „ხელიხელ ჩაკიდებულებმა“ დაასრულეს

ნიდერლანდების ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, დრის ვან აგტმა და თავისმა ცოლმა სიცოცხლე ევთანაზიით, „ხელიხელ ჩაკიდებულებმა“ დაასრულეს, იტყობინება აგტის მიერ ადამიანის უფლებების დასაცავად დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია. ორივე მათგანი 93 წლის იყო.

წყვილმა სიცოცხლე 5 თებერვალს დაასრულა, მაგრამ ინფორმაცია საჯარო 9 თებერვალს გახდა. ცოლ-ქმარს ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ნეიმეგენში კერძო სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ქრისტიან-დემოკრატი ვან აგტი ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი 1977 წლიდან 1982 წლამდე იყო.

არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია:  „ის ხელიხელ ჩაკიდებული გარდაიცვალა თავის საყვარელ ცოლთან, მხარდამჭერთან და სატელევიზიო წამყვანთან, ევგენია ვან აგტ-კრეკელბერგთან, რომელთან ერთადაც 70 წელზე მეტი ხნის თანაცხოვრება აკავშირებდა და რომელსაც იგი მთელი ცხოვრების განმავლობაში „ჩემს გოგოს“ ეძახდა“.

წყვილს ბოლო პერიოდში ჯანმრთელობა შერყეული ჰქონდა. 2019 წელს, ვან აგტს პალესტინელების ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ტვინში სისხლის გაჟონვა დაემართა და მას შემდეგ სრულად არ გამოჯანმრთელებულა.

ვან აგტი ველოსიპედით სეირნობის დიდი მოყვარული იყო, მაგრამ 2019 წელს, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, იძულებული გახდა თავის საყვარელ საქმეზე უარი ეთქვა.

გარდაცვლილ ცოლ-ქმარს სამი შვილი დარჩა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები