საქართველოში ვიზიტად აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის უფროსი იმყოფებოდა. გენერალ-მაიორ ტომას კარდენს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა გენერალურ შტაბში უმასპინძლა. ორმხრივ შეხვედრაზე ქართველმა და ამერიკელმა გენერლებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები მიმოიხილეს. შეხვედრის დასასრულს თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორი ტომას კარდენი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მედლით „ღირსეული პარტნიორი“ დააჯილდოვა.
საქართველოში ვიზიტის განმავლობაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის უფროსი მუხროვანში საქართველოს სპეციალური ოპერაციების სარდლობის ბაზას ესტუმრა. მან ასევე მოინახულა საქართველოს ეროვნული გვარდიის მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის სასწავლო ცენტრი „პალდო“, სადაც ტერიტორიული რეზერვის სწავლებას დაესწრო.