შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, ძებნა-შველის ღონისძიებას უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ.
შსს-ს ცნობით, ამ დროისთვის, ინტენსიური ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში, გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 1 მოქალაქე, ნაპოვნია 4 ცხედარი.
ძებნა-შველის სამუშაოები გრძელდება 5 პირის მიმართ.