GUARDIANGE – მეფე ჩარლზ III-ს კიბოს დიაგნოზი დაუდგინეს. ამის შესახებ ბუკინგემის სასახლის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც BBC იუწყება, სიმსივნის ტიპი არ არის ცნობილი – ეს არ არის პროსტატის სიმსივნე, მაგრამ დაავადება გაფართოებული პროსტატის გამო ბოლოდროინდელი მკურნალობის დროს აღმოაჩინეს.
მეფემ ორშაბათს დაიწყო „რეგულარული მკურნალობა“ და ამ პერიოდში საჯარო მოვალეობების შესრულებას გადადებს. 75 წლის მონარქი „სრულიად პოზიტიური რჩება მისი მკურნალობისადმი და მოუთმენლად ელის, რომ რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს საჯარო მოვალეობის სრულად შესრულებას“, – აცხადებენ ბუკინგემის სასახლეში.
დამატებითი დეტალები კიბოს სტადიაზე ან პროგნოზის შესახებ არ ვრცელდება.
ჩარლზმა ორივე ვაჟს პირადად აცნობა დიაგნოზის შესახებ და უელსის პრინცი მუდმივ კონტაქტზე იმყოფება მამასთან.
სასექსის ჰერცოგი, პრინცი ჰარი, რომელიც შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, ესაუბრა მამას და უახლოეს დღეებში გაემგზავრება გაერთიანებულ სამეფოში, რათა მოინახულოს იგი.
მიუხედავად იმისა, რომ მეფე შეაჩერებს თავის საჯარო ღონისძიებებს, იგი, როგორც სახელმწიფოს მეთაური, გააგრძელებს თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილების შესრულებას, მათ შორის საბუთებზე მუშაობას და კერძო შეხვედრებს.